გრენობლმა ნიკა ღვალაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

გრენობლმა ნიკა ღვალაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"გრენობლმა" საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ მორაგბეს ნიკა ღვალაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ, ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდს მოიცავს განახლებული ხელშეკრულება და კიდევ რამდენი ხანი ითამაშებს ნიკა "სტად დე ალპზე". 

ღვალაძე გორის "ჯიქის" აღზრდილია და "გრენობლში" 2018 წელს გადავიდა, ხოლო გასულ სეზონში სანამ კორონავირუსის გამო რაგბი შეწყდებოდა, ზუსტად ბოლო ტურში მოასწრო მთავარი გუნდის რიგებში დებიუტი და "ოიონას" წინააღმდეგ ითამაშა. წელს კი კიდევ ოთხჯერ მოუწია პრო დ2-ში თამაში. 22 წლის ბურჯმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც სამ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

შეგახსენებთ, რომ "გრენობლში" ღვალაძის გარდა, კიდევ ორი ქართველი ასპარეზობს - ნიკა ნეფარიძე და ილია კაიკაციშვილი, რომლებიც ასევე ბურჯები არიან. პრო დ2-ის 25 ტურის შემდეგ, "გრენობლი" 61 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ტოპ 14-ში გადასვლისთვის იბრძვის. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)