დიდი 10: აიამ გასვლაზე აკადემია დაამარცხა და გალიდერდა

დიდი 10: აიამ გასვლაზე აკადემია დაამარცხა და გალიდერდა

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ზედა ექვსეულის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "აიას" დაუხვდა და 9:23 დამარცხდა.

პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. მასპინძელთაგან სანდრო მარგიანმა სამი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო ქუთაისელთაგან ლელო ლაშა ლომიძემ დადო, ერთი ჯარიმა კი გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა და ტაიმი "მხატვრების" სასარგებლოდ 9:8 დასრულდა.

მეორე ნახევარში კი ქუთაისელებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს და მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანეს. ლელოები მატჩი საუკეთესო მორაგბემ ირაკლი სიმსივემ და პეტრე ჯინჭარაძემ დადეს, თითო გარდასახვა და ჯარიმა ბაბუნაშვილმა შეასრულა ზუსტად და მატჩი 9:23 დასრულდა.

"აიამ" 18 ქულა დააგროვა და გალიდერდა, ხოლო "აკადემიამ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 14 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)