დიდი 10: ხარებმა და ბათუმმა მეტოქეები დაამარცხეს და ჯგუფებს ლიდერობენ

დიდი 10: ხარებმა და ბათუმმა მეტოქეები დაამარცხეს და ჯგუფებს ლიდერობენ

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

დღეს დიდი 10-ის ქვედა და ზედა ექვსეულის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 

ქვედა ექვსეულში რუსთავის "ხარებმა" საკუთარ მოედანზე მარნეულის "არმაზს" უმასპინძლა და მეტოქე 27:5 დაამარცხა. სტუმრებმა რუსთაველებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს, მათ ტაიმი 5:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ძლიერი ქარი "არმაზის" სასარგებლოდ იყო, თუმცა ქულების გატანა მხოლოდ "ხარებმა" მოახერხა. მასპინძლებმა მეორე ნახევარში 4 ლელოს გაიტანეს და სამით მეტი ლელოს დადებისთვის ბონუს ქულაც დაიმსახურეს. შედეგად "ხარები" გასავარდნ ექვსეულში 22 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგაში დარჩენის კარგი შანსი აქვს, "არმაზი" კი 13 ქულით მესამე ადგილზეა.

დღის მეორე მატჩში უკვე ზედა ექვსეულის გუნდები დაუპირისპირდნენ "იუნკერებმა" საკუთარ მოედანზე "ბათუმი" მიიღო და 17:27 დამარცხდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა "ბათუმმა" პირველივე ტაიმი აქტიურად დაიწყო და მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, საპასუხოდ კი ერთი მიიღო. მეორე ნახევარში "იუნკერებმა" მეტოქე ორჯერ დაალელოვეს, თუმცა ეს თამაშის შემოსაბრუნებლად საკმარისი არ გამოდგა. ამ გამარჯვებით "ბათუმს" 17 ქულა მოუგროვდა და ექვსეულს ლიდერობს. რაც შეეხება "იუნკერებს"ისინი 9 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)