ქართველების ანგულემმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პრო დ2-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

ქართველების ანგულემმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პრო დ2-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

პრო დ2-ის 25-ე ტურში "ანგულემი" გასვლაზე "მონ-დე-მარსანს" დაუპირისპირდა, ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ამით გათამაშებაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. 

"ანგულემმა" ტაიმი 14:10 დათმო, ხოლო მეორე ნახევარში კამინიელი რაინოვოს ლელოთი და მატიო უგალდეს ჯარიმით გავიდა წინ, მასპინძლებმა კი მეორე ტაიმში ქულა ვეღარ აიღეს და საბოლოო ჯამში "ანგულემმა" საგარეო მატჩში 14:18 იმარჯვა.

"ანგულემის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ლუკა გოგინავა, რომელმაც 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის 54-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 73-ე წუთზე მინდორს დაუბრუნდა. მარჯვენა ბურჯი ზაურ თევდორაშვილი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ვეტერანმა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა მთელი მეორე ტაიმი ითამაშა. 

ქართველების გუნდმა 35 ქულა დააგროვა, თუმცა კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება და მე-14 ადგილოსან "პროვანს რაგბის" 7 ქულით ჩამორჩება. პრო დ2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. 

შალვა სუთიაშვილის მომენტები
ლუკა გოგინავას მომენტები

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)