სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021 წლის 6 ერის საუკეთესო მორაგბედ შოტლანდიის ნაკრების მესამეხაზელი ჰემიშ უოტსონი დასახელდა.
ტურნირის საუკეთესო მორაგბის ვინაობა გულშემატკივრებმა გამოავლინეს და "ედინბურგის" ვარსკვლავმა ხმების 35% ანუ 125 000 ხმაზე მეტი მიიღო. მან გამოკითხვაში ისეთ მორაგბეებს აჯობა, როგორებიც არიან: ანტუან დუპონი, ლუის რის-ზემიტი, ტაულუპე ფალეტაუ, რობი ჰენშოუ და ტად ბეირნი.
უოტსონმა განვლილ ტურნირზე ხუთივე შეხვედრა ჩაატარა და დაისვენა მხოლოდ 14 წუთი. მან ხუთ მატჩში თითო ლელო და სალელოვე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, ბურთი 67-ჯერ წაიღო, 321 მეტრი მოიგო და შეასრულა 55 ზუსტი ბოჭვა.
ამრიგად, უოტსონი მეორე შოტლანდიელი მორაგბე გახდა, რომელიც 6 ერის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნული პატივი "ნარშავებიდან" 2016 და 2017 წლებში სტიუარტ ჰოგს ერგო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.