ოფიციალურად: ჩემპიონთა თასის პლეი-ოფის ერთი მატჩი გაუქმდა და შედეგი ცნობილია

ოფიციალურად: ჩემპიონთა თასის პლეი-ოფის ერთი მატჩი გაუქმდა და შედეგი ცნობილია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალური დაპირისპირება, რომელშიც "ლენსტერი" შინ "ტულონს" უნდა დაპირისპირდებოდა, აღარ გაიმართება.

მიზეზი ის გახლავთ, რომ "ტულონის" ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელსაც მრავალი კონტაქტი გააჩნია და ეს მაღალ რისკს წარმოადგენს. შესაბამისად, შეხვედრის უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომაც, ჩემპიონთა თასის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მატჩი გაუქმებულიყო, ხოლო შემდეგ ეტაპზე "ლენსტერი" გავა. 

ამრიგად, "ლენსტერი" მეოთხედფინალშია, სადაც 9, 10 ან 11 აპრილს ითამაშებს და "ექსეტერ ჩიფსის" და "ლიონის" წყვილს შორის უძლიერესს შეერკინება.

ამრიგად, ბექა გიგაშვილის და ლუკა ჭელიძის "ტულონისთვის" წლევანდელი ევროასპარეზი დასრულდა. ცნობისთვის, გიგაშვილს ამ მატჩში უნდა ეთამაშა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)