სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ქვედა ექვსეულის მეორე ტურში "არესი" "აია არენაზე" "ლელო სარასენსს" დაუხვდა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის დასაწყისში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო დადეს: მასპინძლები მე-13 წუთზე თეიმურაზ თუთბერიძემ დააწინაურა, რასაც ორიოდე წუთში თენგიზ ზამთარაძემ უპასუხა ანალოგიურად. ამის შემდეგ, მასპინძელთაგან ბონდო აბაშიძემ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო სტუმართაგან ბექა მამუკაშვილმა ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ტაიმის ბოლომდე თბილისელები იყვნენ 3 ქულით წინ, მაგრამ გაწითლებულ დროში ქუთაისელთაგან ამირან შვანგირაძემ იყოჩაღა და მოწინააღმდეგის ლელო აიღო, გარდასახვა კი აბაშიძემ გაიტანა და ტაიმი 17:13 დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმრების ლელოთი დაიწყო - ზამთარაძემ დუბლი გაიფორმა, მამუკაშვილმა კი გარდასახვა გაიტანა და სტუმრები 3 ქულით გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი შედეგიანი შეტევა ვიხილეთ - 72-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კვაჭმა ნოდარ სამხარაძემ "ლელო სარასენსის" ლელოში მოლიდან შეიტანა ბურთი და როგორც გაირკვა, ამით "არესს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა - 22:20.
"არესმა" 15 ქულა დააგროვა და ქვედა ექვსეულში მეორე პოზიციამდე აღზევდა, ხოლო "ლელო სარასენსს" ნუგეშის ქულა ერგო და 11 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ქვედა ექვსეულის ბოლო სამი გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო მესამე ადგილოსანი პირველი ლიგის მეორე ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-აუტში შეერკინება და გამარჯვებული 2021/2022 წლების დიდ 10-ში ითამაშებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.