სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ზედა ექვსეულის მეორე ტურში "ყოჩები" "რაგბი პლატოზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა და ბრძოლაში 14:7 იმარჯვა.
შეხვედრა მძიმე საყურებელი გამოდგა, რადგან ძლიერი ქარის ფონზე ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზი, ბევრი შეჩერება და დაბალი ტემპი იყო, რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეზე იმოქმედა. პირველ ნახევარში მხოლოდ 3 ქულა გავიდა - მასპინძელთაგან ჯარიმა ლაშა მალაღურაძემ გაიტანა. სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთებზე შეუტიეს, იყო მცირე შეხლა-შემოხლაც, რის გამოც "ყოჩებს" ლევან გენებაშვილი, სტუმრებს კი გაგა არაბული გაუსინბინეს. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მოლი წესების დარღვევით ჩააქციეს და ისე დაიცვეს თავი, რის გამოც ანტონ ფეიქრიშვილიც გაასინბინეს, ხოლო შემდეგ "ლოკომოტივმა" ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც ბებიაშვილის ანგარიშზე გახლდათ, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერთან კონსულტაციის შემდეგ ჩათვალა, რომ გათამაშება არასწორად მოხდა და ლელო არ ჩაითვალა და "რკინიგზელებს" ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა. შემდეგ შეტევაში კი "ყოჩებმა" თავი დაიცვეს და ტაიმი 3:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში უპირატესობას "ყოჩები" ფლობდა. ლაშა მალაღურაძემ 55-ე და 67-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა და ანგარიში 9:0 გახდა. გარდა ამისა, "ლოკომოტივს" 61-ე წუთზე გაგა გორგასლიძე, ხოლო 71-ე და 73-ე წუთებზე ბექა წიკლაური და გიორგი აფციაური გაუსინბინეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და 73-ე წუთზე ლადო მინინოშვილმა კიდესთან ახლოს დაალელოვა მეტოქე. მატჩის ბოლოს ისევ "ლოკომოტივმა" შეუტია, 77-ე წუთზე "ყოჩებს" ლევან შენგელია საუსინბინეს, "რკინიგზელებმა" კი მოლით საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე შეამცირეს. დარჩენილ დროში "ყოჩების" კიდევ ერთმა მორაგბემ სანდრო ქიტუაშვილმა მიიღო ყვითელი ბარათი, "ლოკომოტივი" კი კვლავ მეტოქის 5-მეტრიანში შევიდა და მატჩის გადარჩენას ისევ მოლიდან შეეცადა, მაგრამ "ყოჩებმა" თავი ძალიან კარგად დაიცვეს, სტუმრებს მოლი ჩაუხურეს და მატჩი 14:7 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ყოჩების" ბურჯი ნიკა აბულაძე დასახელდა.
"ყოჩებმა" 9 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ზედა ექვსეულში კვლავ ბოლო ადგილზეა, ლიდერ "აკადემიას" ამ მომენტისთვის მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ლოკომოტივმა" ნუგეშის ქულა აიღო და 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.