სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Koki Nagahama
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მეორე სეზონია, რაც იაპონიაში მუშაობს და "სანტორი სანგოლიასს" უდგას სათავეში, რომელიც "ტოშიბა ბრეივ ლუპუსთან" ერთად ტოპ ლიგის ყველაზე მეტგზის გამარჯვებულია. ორივე ამ გუნდს იაპონიის ტოპ ლიგა ხუთჯერ აქვს მოგებული (ტოპ ლიგა 2003 წლიდან ტარდება).
განვლილი სეზონი სრულფასოვანი არ გამოდგა, რადგან მეექვსე ტურის შემდეგ პანდემიის გამო ტოპ ლიგა შეწყდა და ვეღარ განახლდა. "სანტორი სანგოლიასმა" ექვსი მატჩიდან ოთხი მოიგო და ორი წააგო, გუნდი 21 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა და ლიდერ "უაილდ ნაითსს" რვა ქულით ჩამორჩებოდა.
წლევანდელი სეზონის სტარტი კი "სანტორი სანგოლიასს" ბევრად უკეთესი აქვს. იაპონიის ტოპ ლიგა, რომელშიც 16 გუნდი ასპარეზობს, ორ რვაგუნდიან "თეთრ" და "წითელ" ჯგუფებადაა დაყოფილი. მილტონ ჰეიგის გუნდს ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული, თანაც ყველა ბონუსით და "წითელ ჯგუფს" უდანაკარგოდ 25 ქულით ლიდერობს. მათ 5 მატჩში 42 ლელოს დადება მოახერხეს, გაიტანეს 293 ქულა და გაუშვეს 72.
ჰეიგის გუნდმა პირველ ტურში გასვლაზე "მიცუბიში დინაბოარსი" გასვლაზე 75:7 გაანადგურა, მეორე თამაშში სტუმრად "ჰონდა ჰითს" 31:14 სძლია, შემდეგ პირველ საშინაო მატჩში "მუნაკატა სანიქსი" დაამარცხა 75:10, მეოთხე ტურში სტუმრად "ტოშიბა ბრეივ ლუპუსი" არ დაინდო და 73:5 მოუგო, ხოლო ბოლო თამაშში ასევე გასვლაზე უშუალო კონკურენტი "ტოიოტა ვერბლიცი" ბოდენ ბარეტის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით გაწითლებულ დროში 39:36 დაამარცხა.
"სანტორი სანგოლიასში" ისეთი ვარსკვლავები ასპარეზობენ, როგორებიც არიან: ბოდენ ბარეტი, სამუ კერევი, შონ მაკმაჰონი, ტევიტა ლი და ჰენდიკ ტუი. ტურნირზე ყველაზე მეტი ქულა სწორედ ბარეტს აქვს გატანილი, რომლის ანგარიშზეც 85 ქულაა - 2 ლელო, 5 ჯარიმა და 30 გარდასახვაა. 9 ლელოს აქვს გატანილი ტევიტა ლის, ხოლო 6 სამუ კერევის.
ფოტოზე: მილტონ ჰეიგი და ბოდენ ბარეტი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.