სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ოლ ბლექსის" ლეგენდამ ბენ სმიტმა განაცხადა, რომ სუპერ რაგბის ტურნირს სამხრეთაფრიკული გუნდების მონაწილეობა სჭირდება.
როგორც იცით, პანდემიის დაწყების შემდეგ, სამხრეთაფრიკელებმა სუპერ რაგბი დატოვეს და ევროპისკენ აიღეს გეზი, სადაც მიმდინარე თვეში პრო 14-ის ეგიდით ორგანიზებულ ცისარტყელას თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან.
"მოთამაშეებს ყოველთვის გვსიამოვნებდა, რომ სუპერ რაგბიში სამხრეთაფრიკულ გუნდებთან გვიწევდა დაპირისპირება. ტურნირზე ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის წარმომადგენლების მონაწილეობა ქმნის განსხვავებულ პერსპექტივას, თუ როგორ შეიძლება ითამაშო რაგბი. ეს იყო განვითარებისთვის დიდი ნაწილი ყველა ამ ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე შეგვეძლება ამის დაბრუნება", - განაცხადა ახალი ზელანდიის ნაკრების და "ჰაილენდერსის" ლეგენდამ, რომელსაც "ოლ ბლექსის" კვართით 84-ჯერ უთამაშია და 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, ამჟამად კი იაპონური "კობელკო სტილერსის" ღირსებას იცავს.
სმიტს ეთანხმება სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფულბექი, 2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული ვილი ლე რუ, რომელიც ასევე იაპონიის ჩემპიონატში ასპარეზობს და "ტოიოტა ვერბლიცის" რიგებში ასპარეზობს.
"არ შემიძლია ამ მოსაზრებას არ დავეთანხმო. ახლა ბიჭებს ყოველ კვირას ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ თამაში. ეს არის ყოველკვირეული გამოცდებივით. მე ვფიქრობ, მათ ბევრად ურჩევნიათ, რომ ახალზელანდიელების და ავსტრალიელების წინააღმდეგ ითამაშონ. ვუყურებ ახალზელანდიურ სუპერ რაგბისაც. ბიჭებს უჭირთ ყოველ კვირას ერთმანეთთან თამაში", - თქვა ლე რუმ, რომელსაც "სპრინგბოკსის" რიგებში 61-ჯერ უასპარეზია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.