დიდი 10-ის პირველი ეტაპის სიმბოლური გუნდი Myrugby.Ge-ის ვერსიით

დიდი 10-ის პირველი ეტაპის სიმბოლური გუნდი Myrugby.Ge-ის ვერსიით

დიდი 10-ის პირველი ეტაპი 13 მარტს დასრულდა და გასულ კვირას მეორე ეტაპის პირველი ტურიც ჩატარდა. შესაბამისად, დაგვიანებულად გთავაზობთ ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურ გუნდს Myrugby.Ge-ის ვერსიით.

ჩვენს მიერ შედგენილ თხუთმეტეულში მორაგბეები ზედა ექვსეულში მოხვედრილი გუნდებიდან ფიგურირებენ. ყველაზე მეტი ოთხი მორაგბე ქუთაისის "აიადან" მოხვდა, სამ-სამი მოთამაშე "იუნკერებიდან" და "ბათუმიდან" არიან წარდგენილნი, ორ-ორი მორაგბე "აკადემიიდან" და "ლოკომოტივიდან" ფიგურირებს, ხოლო "ყოჩებიდან" ერთი მორაგბეა შეყვანილი. 

ჩვენს მიერ შედგენილი დიდი 10-ის პირველი ეტაპის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

შერკინება


1. ნიკა აბულაძე ("ყოჩები"), 2. ვაჟა თაგაური ("ბათუმი"), 3. პეტრე ჯინჭარაძე ("აია"), 4. ვანო ბერიკაშვილი ("აკადემია"), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი ("აია"), 6. გურამ შენგელია ("იუნკერები), 7. ფარნა გასვიანი ("ლოკომოტივი"), 8. გიორგი კურტანიძე ("იუნკერები");

უკანა ხაზი

9. ლაშა გედეხაური ("ლოკომოტივი"), 10. გიორგი ბაბუნაშვილი ("აია"), 11. რამაზ ხარაზიშვილი ("იუნკერები"), 12. ბექა ურჯუკაშვილი ("ბათუმი"), 13. ირაკლი სიმსივე ("აია"), 14. ანზორ სიჭინავა ("ბათუმი"), 15. დავით მოძღვრიშვილი ("აკადემია").


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)