პრო დ2-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ითამაშებს

პრო დ2-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ბურჯი გიორგი ახალაძე, მიმდინარე სეზონის ბოლოს ნასიონალ ლიგის "მასის" დატოვებს და კარიერას პრო დ2-ის "ბეზიეში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს.

ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულა. 22 წლის ბურჯმა მიმდინარე სეზონში "მასის" რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა.

ახალაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია, თუმცა 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 

"ბეზიე" პრო დ2-ში 24 ტურის შემდეგ 58 ქულით მერვე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)