სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქართველი ბურჯი ლუკა გოგინავა ფრანგული "ანგულემის" ერთ-ერთ ლიდერია. მიმდინარე წელს, ლუკა "ანგულემის" შეუცვლელ წევრად იქცა, ამის დასტურია 22 ჩატარებული შეხვედრა (1 ლელო). ლუკას წარმატებული თამაში, სამშობლოშიც დაუფასდა და წელს პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა პირველ ჯერზე თამაში არ მოუწია. როგორ დაიწყო კარიერა, აქვს თუ არა სიახლეები ამ და სხვა კითხვეზე თავად ლუკას ვესაუბრეთ:
- თავიდან, მორაგბეობა არ მქონდა გადაწყვეტილი. 5 წლის ასაკში სკოლაში რომ შემიყვანეს, აღმოჩნდა რომ რაგბის წრე უნდა გვქონდა და შემეძლო კვირაში ორი დღე რაგბით დავკავებულიყავი. სწორედ აქედან ჩემი და რაგბის ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება.
- სკოლის შემდეგ როგორ განვითარდა შენი სარაგბო კარიერა?
- თავიდან "ლელოს"საბავშო გუნდში დავიწყე. 15 წლის ასაკიდან ლოკომოტივში გადავედი და მერე უკევ ძირითად გუნდშიც ვითამაშე, პარალელურად მომიწია თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაში (U17, U18 და U20 ნაკრები).
- როდის წახვედი საფრანგეთში და როგორ განვითარდა შენი ფრანგული კარიერა?
- საფრანგეთში 19 წლის ასაკში ჩამოვედი "რასინგ 92-ში", სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. პირველივე წელს გავხდით ესპუარების ჩემპიონები . ორი წლის შემდეგ წავედი "ბრივში" სადაც ძირითად გუნდშიც მიწევდა თამაში და ამით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. "ბრივიდან", "ანგულემში" გადმოვბარგდი და დღემდე აქ ვარ. ძალიან მიყვარს ეს გუნდი, რომელმაც ოჯახის წევრად მიმიღო და ძალიან მიხარია რომ ამ გუნდის წარმატებაში გარკვეული წვლილი მეც მიმძღვის.
- 2016 წელს, U20 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფრანგებს ლელოც დაუდე, თვითონ ფრანგების მხირდან რა გამოხმაურება ჰქონდა ამ ამბავს?
- ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ. სხვათაშორის, მაშინ ვის წინააღდეგაც ვითამაშე შემდეგ თითქმის ყველას გაცნობა მომიწია, ბევრთან ერთად თამაშიც. ძალიან მაგარი განცდაა, როდესაც ლელოს დებს და ამით შენი გუნდი გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. სამწუხაროდ ფრანგებთან, ის შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე მოვა ის დრო, როცა "ბორჯღალოსნები" დაამარცხებენ "მამლებს".
- პირველი ხაზი, საქართველოში ყველაზე კონკურენტული პოზიციაა, რთული არაა როცა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ამხელა კონკურენციის გავლა გიწევს?
- რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ზუსტად ამაშია ხიბლი - მიყვარს ბრძოლა და დამსახურებული შედეგის მიღება.
- რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშებაში, რუსეთთან და რუმინეთთან ეროვულ ნაკრებში იყავი გამოძახებული, თუმცა თამაში არ მოგიწია. რა მოგცა ნაკრებში გატარებულმა ორმა კვირამ?
- რა თქმა უნდა მეც ისევე როგორც ყველას ვინც ნაკრებშია თამაშის დიდი სურვილი მქონდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ვერ ვითამაშე. ამ ორმა კვირამ მომცა დიდი გამოცდილება. მნიშვნელოვანი იყო ნაკრების შიგნიდან გაცნობა და ჩემი მეგობრების ყველასი ერთად ნახვა. ეროვნული გუნდი სულ სხვა ატმოსფეროა და აქ მოხვედრა ყველა მორაგბის ოცნებაა. უკვე ვთქვით, რომ U20 ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. საოცარი განცდაა როცა "ბორჯღალოსნების" კვართი გაცვია და ეროვნულ ჰიმნს მღერი, იმედია კიდევ ბევრჯერ მომეცემა ამის შანსი.
- "ანგულემი" რომელიც გასულ წელს ანგარიშგასაწევი ძალა და პლეი-ოფში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, წელს გავარდნის პირასაა, შეძლებთ სასწაულისმოხდენას და პრო დ2-ში დარჩენას?
- ბურთი ოვალურია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მათ შორის სასწაულიც. იმედი მაქვს გუნდი დარჩება პრო დ-2 ში. ნამდვილად კარგი გუნდია და ბევრ იმ გუნდს ჯობს, რომელიც ახლა ცხრილში ჩვენზე წინაა.
- გავარდნის შემთხვევაში დარჩები კლუბში? თუ გაქვს სხვა კლუბებიდან შემოთავაზება?
- ამ საკითხს ჯერჯერობით არ განვიხილავ, რადგან ვარ "ანგულემის" მორაგბე და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი გუნდისთვის.
- ლუკა, უკვე გამოცდილი მორაგბე ხარ, რას ურჩევდი ახალგაზრდა მორაგბეებს რომელიც ახლა დგამენ პირველ სარაგბო ნაბიჯებს?
- თუ გინდა რომ რაგბი ითამაშო, აცუილებლად უნდა შეიყვარო ის საქმე რასაც აკეთებ. რაგბში ისევე როგორც ყველა სფეროში ხშირია იმედგაცრუება, გაუმართლებლობა და სხვა სირთულეები, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევა შეიძლება რაგბის სიყვარულით, დაუღალავი შრომით და თამაშით სიამოვნების მიღებით.
ავტორი - fb page - Luka goginava - rugby player
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.