სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Borjomi rugby club
საქართველოს რეგიონული ჩემპიონატის (რანგით მესამე დივიზიონი) დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება.
2020/2021 წლების სეზონში რეგიონულ ლიგაში რვა გუნდი ასპარეზობს. გამარჯვებული ავტომატურად გადადის პირველ ლიგაში, ხოლო მეორე პოზიციაზე გასული პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის გამარჯვებულს შეერკინება ორმატჩიან პლეი-აუტში გამარჯვებული პირველ ლიგაში იასპარეზებს, დანარცხებული კი რეგიონულ ლიგაში გაირჯება, ისევე როგორც წლევანდელი პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის ხუთი გუნდი, რომლებიც ავტომატურად დაქვეითდებიან რეგიონულ ლიგაში.
გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ლიდერობისთვის "ბორჯომი" და "გორი" იბრძვიან. სწორედ მათ შორის უნდა გაირკვეს, თუ რომელი დაწინაურდება პირდაპირ პირველ ლიგაში და რომელს მოუწევს პლეი-აუტში ბრძოლა.
მე-12 ტურში "ბორჯომი" "ხვამლი არენაზე" "წიქარას" დაუხვდა და ბონუსით 29:7 აჯობა. შესაბამისად, თუ ბოლო ორ ტურში "ბორჯომი" "სპორტუნთან" და "ვანთან" მატჩებში იმარჯვებს და აქედან ერთ თამაშში ბონუსს აიღებს, ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავა, რადგან ურთიერთშეხვედრებში "გორთან" ერთი ქულით მეტი აქვს აღებული.
თავად "გორმა" შინ "სპორტუნი" დიდი ანგარიშით 78:3 დაამარცხა, თუმცა როგორც ვთქვით, ბოლო ორ ტურში ის "ბორჯომის" შედეგებზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტი 9 ქულის მოპოვებას შეძლებს, მათ პლეი-აუტიდან მოუწევთ პირველ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლა.
მესამე ადგილოსანმა "ვანმა" ბათუმში ბოლო პოზიციაზე მყოფ "ქედას" 39:5 სძლია, ხოლო "რაშებმა" "რაგბი ჭალაში" "ზესტაფონს" 29:10 აჯობეს.
ბორჯომი - წიქარა 29:7
რაშები - ზესტაფონი 29:10
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.