სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com წერს, რომ "აჟენმა" თბილისის "აკადემიის" 19 წლის მარცხენა ბურჯი მამუკა მსტოიანი დაიმატა.
ამ ეტაპისთვის ფრანგული გამოცემა ტრანსფერის დეტალების შესახებ არ წერს და მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ ახალგაზრდა პირველხაზელი აკვიტანიურ კლუბს მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.
მსტოიანი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და 2019 წლის დეკემბერში თბილისში სამხრეთ აფრიკასთან გამართულ მატჩში მონაწილეობა მიიღო, ხოლო მას შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს პანდემიის გამო აღარ უთამაშია და როგორც იცით, 2020 და 2021 წლების მსოფლიო 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაუქმდა. მამუკამ მიმდინარე დიდ 10-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელოს გატანა მოახერხა.
"აჟენმა" აქამდე ორი ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი გაიფორმა, ხოლო გიორგი თეთრაშვილი, რომელიც 6 წელია აკვიტანიური კლუბის ღირსებას იცავს, ზაფხულიდან "პერპინიანში" ითამაშებს. "აჟენს" 20/20 წაგება აქვს, 2 ქულით ტოპ 14-ის ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ქვედა დივიზიონში დაქვეითება განაღდებული აქვს. შესაბამისად, მომდევნო სეზონს პრო დ2-ში დაიწყებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.