ჰაილენდერსმა აარონ სმიტს, როგორც განსაკუთრებულ მორაგბეს, სპეციალური ჰაკა მიუძღვნა (VIDEO)

ჰაილენდერსმა აარონ სმიტს, როგორც განსაკუთრებულ მორაგბეს, სპეციალური ჰაკა მიუძღვნა (VIDEO)

სუპერ რაგბი აოტეაროას მეხუთე რაუნდში "ჰაილენდერსი" დანიდინში "ჰარიქეინსს" დაუხვდა და 19:30 დამარცხდა.

"ჰაილენდერსის" რიგებში 154-ე ჩაატარა "ოლ ბლექსის" ცხრა ნომერმა აარონ სმიტმა, რომელმაც ბენ სმიტს გადაუსწრო და გახდა მორაგბე, რომელსაც "ჰაილენდერსის" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "მთიელების" მორაგბეებმა აარონ სმიტს, როგორც განსაკუთრებულ მორაგბეს სპეციალური ჰაკა მიუძღვნეს პატივისცემის გამოსახატავად, შემდეგ კი ეს წარმატება მიულოცეს. 

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სმიტს "ოლ ბლექსის" კვართით 97-ჯერ უთამაშია და 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)