ჯორდი ბარეტის ბენეფისი სუპერ რაგბი აოტეაროაში - 3 ლელო და 30 ქულა (VIDEO)

ჯორდი ბარეტის ბენეფისი სუპერ რაგბი აოტეაროაში - 3 ლელო და 30 ქულა (VIDEO)

სუპერ რაგბი აოტეაროას მეხუთე რაუნდში "ჰაილენდერსი" დანიდინში "ჰარიქეინსს" დაუხვდა და 19:30 დამარცხდა.

"ჰარიქეინსის" რიგებიდან საოცარი შეხვედრა ჩაატარა "ოლ ბლექსის" ვარსკვლავმა ჯორდი ბარეტმა. 24 წლის ფულბექმა მეტოქეს სამი ლელო, სამი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაუტანა, მათ შორის ერთი ჯარიმა საკუთარი ნახვიდან და ერთი ზუსტად მოედნის ცენტრის ხაზიდან. ამრიგად, სტუმართა რიგებიდან ყველა ქულა უმცროსმა ბარეტმა დააგროვა და "ჰარიქეინსს" მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოუპოვა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)