გურამ პაპიძე პრო დ2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გურამ პაპიძე პრო დ2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

"ნევერის" მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე, რომელიც მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ის "ლა როშელში" ითამაშებს, პრო დ2-ში შესანიშნავ თამაშს განაგრძობს. 

პრო დ2-ის 24-ე ტურში "ნევერმა" საკუთარ მოედანზე "მონტობანი" 24:15 დააამარცხა, ხოლო პაპიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა, რაც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკმა" დაუფასა და გურამი პრო დ2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

პაპიძემ მიმდინარე პრო დ2-ში 23-ე შეხვედრა ჩაატარა და მოწინააღმდეგეთა ლელოს აღება 3-ჯერ მოახერხა. "ნევერს" 56 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)