სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო დ2-ის 24-ე ტურში "ოიონა" საკუთარ მოედანზე "კოლომიეს" დაუხვდა და 25:34 დამარცხდა.
მოედანზე სამი ქართველი მორაგბე ვიხილეთ. მასპინძელთა შორის მარქაფაში იყვნენ ბურჯები ბექა კაკაბაძე და ალექსი სვიანაძე. 25 წლის მარცხენა ბურჯი ბექა კაკაბაძე, რომელიც წინა სეზონიდან "კლერმონში" გვახსოვს, მინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და წლევანდელ პრო 2-ში მეათე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 72-ე წუთზე მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თამაშში 21 წლის ალექსი სვიანაძე ჩაერთო, რომელსაც "ოიონას" ძირითად გუნდში და შესაბამისად პრო დ2-ში დებიუტი ჰქონდა. "კოლომიეს" ძირითად შემადგენლობაში იყო გამოცდილი მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელმაც 67 წუთი იასპარეზა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი სვიანაძე რაგბიში ძიუდოდან გადაერთო. მას საქართველოს ჭაბუკთა ძიუდოისტთა ნაკრებში (90+ კგ წონით კატეგორიაში) უასპარეზია და წარმატებებისთვისაც აქვს მიღწეული: 2017 წელს პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში და ბერლინში გამართულ ევროპის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სხვა ტურნირებზეც აქვს მედლები მოხვეჭილი. რაც შეეხება რაგბის, ის "ოიონაში" 2020 წელს "ლელო სარასენსიდან" მოხვდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.