სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფოტოზე: ტომ დანიმ ლეგენდარულ აგუსტინ კრევის უხეშობისთვის მოუბოდიშა © Alex Davidson
ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ლონდონ აირიში" საკუთარ მოედანზე "ბასს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში 36:33 იმარჯვა.
შეხვედრაში 9 ლელო გავიდა, ხოლო შეხვედრის მთავარ მსაჯს გრეგ მაქსველ-ქეის მორაგბეებისთვის 4 ყვითელი და 2 წითელი ბარათის ჩვენება მოუწია.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა 17:13 იმარჯვეს. სტუმრებს 10 წუთით კაცნაკლულებს მოუწიათ ყოფნა, რადგან ჩარლი ეველსი მე-19 წუთზე უხეში თამაშისთვის გასინბინებული იქნა. მეორე ნახევრის დებიუტში ლონდონელებმა იყოჩაღეს და წინ გავიდნენ, ჯერ ენტონი უოტსონმა დადო ლელო, რომელიც ბენ სპენსერმა გარდასახა, შემდეგ კი ამ უკანასკნელმა ჯარიმაც გაიტანა და სტუმრები 6 ქულით დაწინაურდნენ.
"ლონდონ აირიშისთვის" კოშმარული გამოდგა მომდევნო 10 წუთი: 55-ე, მე-60 და 66-ე წუთებზე ლელოები გაუშვეს, 59-ე წუთზე ტომ დანის ვეტერანი არგენტინელი კვაჭის აგუსტინ კრევისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმისთვის უჩვენეს წითელი ბარათი, ხოლო 62-ე წუთზე ეველსმა კიდევ ერთხელ უხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითლად გადაიქცა.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე "ლონდონ აირიში" 13-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა სტუმრებმა იმდენი შეძლეს, რომ 13-კაცით ორი ლელოს გატანა მოახერხეს, ხოლო სტუმრებს 71-ე და 77-ე წუთებზე აიძულეს წესები ისე დაერღვიათ, რომ ორი მორაგბე გაესინბინებინათ. "ბასს" ორივე გარდასახვა რომ გაეტანა თამაშსაც მოიგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და საბოლოო ჯამში "ლონდონ აირიშმა" 36:33 იმარჯვა.
"ლონდონ აირიში" 40 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "ბასი" 36 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.