სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© CameraSport
საქართველოს ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" რუმინეთი დაამარცხა 28:17 და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის მეოცე წუთზე "ბორჯღალოსნებს" კვაჭი შალვა მამუკაშვილი გაუძევეს წითელი ბარათით, რის შემდეგაც ოთხ წუთში მინდორზე გიორგი ჭყოიძე გამოჩნდა, რომელმაც მიხეილ გაჩეჩილაძე შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჭყოიძეს პენზას "ლოკომოტივის" პრესსამსახური დაუკავშირდა, რომელმაც თავის მორაგბესთან აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი ჩაწერა. ჭყოიძე გახარებული გახლდათ მაყურებლის დაბრუნებით და აღნიშნა, რომ ქომაგების მხარდაჭერა მათ ძალიან ეხმარებათ.
"გულშემატკივრების დაბრუნება შესანიშნავი გრძნობა იყო, რადგან როდესაც ჩვენი გულშემატკივარი მხარს გვიჭერს, ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვეხმარება.
ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ რუმინეთთან მატჩში გავიმარჯვებით, რადგან ძალიან კარგად მოვემზადეთ, დარწმუნებულები ვიყავით ჩვენს ძალებში და ვიცოდით, რომ რუმინეთის გამკლავებას მოვახერხებდით, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია", - განაცხადა ჭყოიძემ.
კითხვაზე, თუ რომელ ნაკრებს შეუძლია 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ციკლში საქართველოსთვის კონკურენციის გაწევა, მან უპასუხა: "ძალიან რთული თამაში გვქონდა ესპანეთთან. ასევე, პორტუგალია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე შარშან და აქვს კარგი მატჩები."
საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის თამაშდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატს კი "ბორჯღალოსნები" 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.