ქართველების ბრივმა აჟენი გაანადგურა და ტოპ 14-ში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა (VIDEO)

ქართველების ბრივმა აჟენი გაანადგურა და ტოპ 14-ში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა (VIDEO)

ტოპ 14-ის მეოცე ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე უიმედო აუტსაიდერ "აჟენს" დაუხვდა, რვა უპასუხო ლელო დაუდგო და 57:3 გაანადგურა.

"ბრივის" რიგებში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და ირაკლი ცხადაძე საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, ოთარ გიორგაძე და ლუკა ჯაფარიძე ტრავმირებულნი არიან, ვანო კარკაძე რვათვიანი პაუზის შემდეგ მეორე კვირაა დაუბრუნდა მოედანს და ჯერჯერობით ესპუარებში თამაშით იღდგენს ფორმას, ხოლო სოსო ბეკოშვილს და ბადრი ალხაზაშვილს, სავარაუდოდ, მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ მოუწიათ თამაში. 

"ბრივმა" 44 ქულა დააგროვა, მეათე ადგილზე იმყოფება და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)