სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021 წლის უკანასკნელ მატჩში საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიას დაუხვდა და გაწითლებულ დროში გაშვებული ლელოთი 23:27 დამარცხდა.
"ლე ბლეს" ჩემპიონობისთვის ბონუსით და 21 ქულით მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ფაბიენ გალტიეს შეგირდები ამასთან ახლოს საერთოდ არ ყოფილან და მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ხოლო გაწითლებულ დროში ლელო მიიღეს და შოტლანდიამ იმარჯვა.
შეხვედრის 70-ე წუთზე შოტლანდიელთა მგეზავმა ფინ რასელმა კონტაქტის დროს ბრის დულენს სახეში მაჯა ჩაარტყა, ეპიზოდი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა უეინ ბარნსმა ვიდეორეფერთან გადაამოწმა და "რასინგ 92"-ის ვარსკვლავი წითელი ბარათით დასაჯა.
აღნიშნული ეპიზოდი დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა, რომელმაც დაადგინა, რომ რასელის უხეშობა 6-კვირიან დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, თუმცა არსებობდა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, რის გამოც სასჯელი განახევრდა და შოტლანდიის ნაკრების მგეზავი 3-კვირიან სამ კვირას იუქმებს.
ამრიგად, რასელი "რასინგ 92"-ს სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება: 4 აპრილს ჩემპიონთა თასზე "ედინბურგთან" შინ გასამართ მატჩს გამოტოვებს, ხოლო თუ პარიზული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავა მეოთხედფინალურ მატჩშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თუ "რასინგ 92" "ედინბურგის" ბარიერს ვერ დაძლევს, მაშინ ტოპ 14-ში ერთის მაგივრად ორ მატჩს გამოტოვებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.