სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Rugby Photos by Luís Cabelo
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდში პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში ესპანეთს დაუხვდა და უხვქულიან მატჩში, რომელშიც 10 ლელო გავიდა, 43:28 სძლია.
პირველი ტაიმი 14:21 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტიში პორტუგალიელებმა გარდასახული ლელო დადეს, 49-ე წუთზე კი ესპანელებს უხეშობისთვის ბაუტისტა წითელი ბარათით გაუძევეს და ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა მთლიანად პორტუგალიელთა ხელში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო წითელი ბარათი.
პორტუგალიამ კი რიცხობრივი უპირატესობით ძალიან კარგად ისარგებლა და დარჩენილ დროში სამი ლელო დადო, თავად კი ერთი მიიღო და მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "მგლები" 5 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ესპანეთს სამი მარცხი აქვს და ორი ბონუს ქულით ბოლო ადგილზეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.