სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო 14-ის ფინალურ მატჩი "RDS არენაზე" გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს უძველესი და უპრინციპულესი მეტოქეები "ლენსტერი" და "მანსტერი" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა: "ლენსტერის" რიგებიდან ორი ჯარიმა როს ბირნიმ გაიტანა, ხოლო "მანსტერიდან" ორი ჯარიმა ჯო ქარბერიმ შეასრულა ზუსტად და ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა. მეორე ნახევარში მატჩის ერთადერთი ლელო ჯეკ კონანმა დადო, გარდასახვა და თითო ჯარიმა ბირნიმ გაიტანა. "მანსტერმა" კი მეორე ტაიმში ქულების აღება ვეღარ მოახერხა და ფინალური რკენა "ლენსტერის" გამარჯვებით 16:6 დასრულდა.
ამრიგად, "ლენსტერმა" პრო 14-ის მოგება ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მერვედ მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.