მერაბ შარიქაძე: "ვისურვებდი, რომ როდესაც საქართველოში თამაში იქნება, სულ სავსე იყოს მოედანი"

მერაბ შარიქაძე: "ვისურვებდი, რომ როდესაც საქართველოში თამაში იქნება, სულ სავსე იყოს მოედანი"

საქართველოს ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" რუმინეთი 25:17 დაამარცხა და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ გახარებულია მოედანზე მაყურებლის დაბრუნებით, მადლობა გადაუხადა მათ გულშემატკივრებისთვის და ისურდა, რომ ყველა თამაშში, რომელიც საქართველოს გაიმართება, სტადიონი სავსე იყოს. 

"მართლა ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მოედანზე იყო და იმათაც, ვინც დღეს მოედანზე მოსვლა ვერ მოახერხეს. ძალიან დიდი სტიმული და მუხტი მოაქვს მოედანზე მოსულ გულშემატკივარს. ვისურვებდი, რომ როდესაც საქართველოში თამაში იქნება, სულ სავსე იყოს მოედანი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, სიმართლე რომ გითხრათ ურთულესია, მართლა ძალიან რთული არის თითქმის მთელი მატჩი 14 კაცით თამაში. ორმაგად მუშაობა გიწევს, ტაქტიკის ცვლილება გიწევს, ბევრი კომბინაცია ირევა და ყველანაირად ძაან რთული არის, მაგრამ ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი ამ გამოწვევას. რუმინეთმაც ვთვლი რომ ძალიან კარგად ითამაშა, თავისი რაღაც უპირატესობები რაც ჰქონდათ, რადგან მეტნი იყვნენ, კარგად შეძლეს რომ გამოეყენებინათ და ჩვენც თამაში მართვის კუთხით და უშუალოდ რაღაცეების შესრულების კუთხით, ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს ამ თამაშზე. თავისთავად, რომ გამოსასწორებელი ვიდეოსაც რომ ვნახავთ ბევრი იქნება, შეცდომებიც ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და პირდაპირ სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია ვერ იქნები. ამას ძაან ბევრი შრომა, გამოცდილება, ანალიზი და სწორი მიმართულებით სიარული სჭირდება", -
განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის თამაშდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი "ბორჯღალოსნებმა" 21 ქულა დააგროვეს და ტურნირს 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.  


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)