ლევან მაისაშვილი: "ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ"

ლევან მაისაშვილი: "ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ"

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრები 28 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებენ და "მიხეილ მესხზე" რუმინეთს დაუხვდებიან.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "მუხებთან" მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში სამი ცვლილება განახორციელა: ორი შერკინებაში და ერთი უკანახაზში. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობის შერჩევა მოხდა. 

"ნიკამ კარგად იმუშავა ამ ოთხი კვირის განმავლობაშია. სამწუხაროა, რომ კუნთის დაჭიმვის გამო ქონდა პატარა ჩაგდება, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და დებიუტისთვის მზად არის. ნინიაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ტრავმა ვერ მოიშუშა და მის ნაცვლად ფულბეკად ლაშა ხმალაძეა. მისთვის ეს პოზიცია ნაცნობია და ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თამაში მან უნდა დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ბექა საღინაძე დაგვიბრუნდა, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა. ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი.

რუმინეთთან მატჩი კვირას თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს. როგორც იცით, საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს ორი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)