სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის ზედა ექვსეულის პირველ ტურში "ლოკომოტივი" შევარდენის სარაგბო ბაზაზე ქუთაისის "აიას" ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
თბილისელებმა სამ-სამი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ქუთაისელებმა ორ-ორი გარდასახული ლელოს და ჯარიმის გატანა მოახერხეს. "რკინიგზელთაგან" დუბლი გაიფორმა ლაშა გედეხაურმა, ხოლო ერთი ლელო გიორგი ბებიაშვილმა დადო. სტუმართაგან კი ლელოები თორნიკე აქუბარდიამ და ილია გაბისონიამ დადეს.
პირველი ნახევარი 13:10 დასრულდა. მეორე ტაიმშიც ბოლო წუთებამდე გამარჯვებულის ვინაობა გადაუწყვეტელი იყო. ერთი საათის ისე გაილია, რომ ფრე 20:20 იყო, შემდეგ 62-ე წუთზე ბექა წიკლაურმა გაიტანა ჯარიმა და მასპინძლები სამი ქულით გავიდნენ წინ, ხოლო გაწითლებულ დროში ლაშა გედეხაურმა დაალელოვა მეტოქე და ნუგეშის ქულა წაართვა - 30:20. მატჩის საუკეთესო მორაგბედ გიორგი ბებიაშვილი დასახელდა.
"ლოკომოტივმა" ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც ლიდერ "აკადემიასთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა, ხოლო "აია" 13 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.