სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც ურთულეს დღეში მყოფი გორის "ჯიქი" რუსთავის "ხარებს" ეთამაშა და მორიგი ასტრონომიული მარცხი განიცადა. ნომინალური მასპინძელი "ჯიქი" იყო, თუმცა მატჩი რუსთავში გაიმართა, რისი მიზეზებიც ჩვენთვის უცნობია.
"ჯიქს" ძალიან მძიმე დროება უდგას, გუნდი ხელფასების გაცემას ვერ ახერხებდა და ფაქტობრივად დაიშალა, რის გამოც უმეტესად ჭაბუკი მორაგბეებით უწევს თამაში და სათადარიგო მოთამაშეების შეგროვებასაც კი ვერ ახერხებს. ის კი არა, იმის გამო, რომ გორელები 15 მორაგბესაც ვეღარ უყრიან თავს, ზედიზედ მეორე მატჩია ვეტერანი "ბორჯღალოსანი" 43 წლის კახა უჩავა თამაშობს და ამჯერად, საერთოდ შეუცვლელად იასპარეზა.
აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ "ჯიქმა" კვლავ 100 ქულაზე მეტი გაუშვა და დიდი 10-ისთვის მორიგი შეუფერებელი ანგარიში დაფიქსირდა გასაკვირი არაა. რუსთაველებმა მოწინააღმდეგეს 17 (!) უპასუხო ლელო გაუტანეს, საიდანაც ოთხი ლელოს დადება კვაჭმა დიმიტრი ცაბაძემ მოახერხა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
"ხარებმა" პირველ ნახევარში შვიდი უპასუხო ლელო დაუდო მეტოქეს და ტაიმი 0:50 მორჩა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ათი ლელო გავიდა და საბოლოო ჯამში მატჩი 0:116 დასრულდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.