სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021 წლის უკანასკნელ მატჩში საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიას დაუხვდა და გაწითლებულ დროში გაშვებული ლელოთი 23:27 დამარცხდა.
"ლე ბლეს" ჩემპიონობისთვის ბონუსით და 21 ქულით მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ფაბიენ გალტიეს შეგირდები ამასთან ახლოს საერთოდ არ ყოფილან და მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი ლელო დაუდეს და ორ-ორი ჯარიმა გაუტანეს, მაგრამ შოტლანდიელებმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, ხოლო ფრანგებმა მხოლოდ ერთი გაიტანეს.
მატჩის ბოლოს ორივე გუნდი კაცნაკლული იყო, რადგან შოტლანდიას 70-ე წუთზე უხეშობისთვის ფინ რასელი წითელი ბარათით გაუძევეს, ხოლო სამ წუთში ბატისტ სერინი გაასინბინეს. სათამაშო დროის ამოწურვის შემდეგ ფრანგები სამქულიანი სხვაობით იგებდნენ, შოტლანდიელები კი უტევდნენ და "ლე ბლეს" 22-ში იყვნენ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბრის დულენმა ბურთი მოედნიდან არ გადააგდო და შეტევის წამოღება სცადა, თუმცა შოტლანდიელებმა მისი იოლად შეჩერება მოახერხეს და შემდეგ დააჯარიმეს კიდეც, ბურთი ხუთმეტრიანში გადაიტანეს და იქიდან 20 ფაზა შეუტიეს და მატჩის 85-ე წუთზე დუჰან ვან დერ მერვემ გამარჯვების მომტანი ლელო დადო, რომელიც ადამ ჰესტინგსმა გარდასახა.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრებმა საფრანგეთს 1999 წლის შემდეგ პარიზში პირველად სძლია.
საფრანგეთის ნაკრებმა 6 ერი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო შოტლანდიამ მეოთხე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ "ნარშავებმა" გასვლაზე საფრანგეთი და ინგლისი დაამარცხეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.