აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
უელსის ნაკრები 2021 წლის 6 ერის გამარჯვებულია!
"დრაკონებმა" წლევანდელ ტურნირზე 4 მატჩი მოიგეს და ბოლო ტურში საფრანგეთის წინააღმდეგ გაწითლებულ დროში გაშვებული ლელოთი 30:32 დამარცხდნენ, რითაც საკუთარ ჩემპიონობას გარკვეული საფრთხე შეუქმნეს. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი გადადებულ მატჩში შინ შოტლანდიას ბონუსით და 21 ქულით მოუგებდა, მაშინ ჩემპიონი სწორედ "ლე ბლე" გახდებოდა, მაგრამ ფრანგები ტიტულთან ოდნავაც არ ყოფილან ახლოს, რადგან შოტლანდიელებთან გადამწყვეტი მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა და თუ უელსთან გაწითლებულ დროში იმარჯვა, ამჯერად პირიქით, 80 წუთის ამოწურვის შემდეგ გაუშვა ლელო და დამარცხდა. შესაბამისად, ტიტული უელსს დარჩა.
უელსის ნაკრებმა ამ ტურნირზე 28-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. "დრაკონები" 22-ჯერ იქამდე გახდნენ ჩემპიონები, სანამ გათამაშებას იტალია დაემატებოდა და 6 ერის ფორმატს შეიძენდა. 2000 წლიდან მოყოლებული, რაც ტურნირს "აძური" შეემატა, უელსმა ტიტულის მოპოვება 2005, 2008, 2012, 2013, 2019 და 2021 წლებში მოახერხა, აქედან ოთხ შემთხვევაში კი დიდი სლემით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა.