სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის მეორე ეტაპის გახსნითი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი "აკადემიას" დაუხვდა და 23:17 სძლია.
ეს გახლავთ ზედა ექვსეულის ზონა: "აკადემია" მეორე წრეს "აიასთან" ერთად ლიდერის როლში შეხვდა, ხოლო "ბათუმს" მათზე 4 ქულით ნაკლები ჰქონდა.
პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარი გამოდგა. მასპინძელთაგან ლელო 32-ე წუთზე დავით ტრაპაიძემ დადო, ხოლო ორი ჯარიმა მამუკა ნინიძემ გაიტანა, სტუმართაგან კი სამი ჯარიმა ზუსტად სანდრომ მარგიანმა შეასრულა და ტაიმი 11:9 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს ორივე გუნდს თითო მორაგბე გაუსინბინეს, "ბათუმიდან" მე-40 წუთზე ვანო ფუტკარაძე უჩვენეს ყვითელი ბარათი, ხოლო იქამდე 31-ე წუთზე საბა ილურიძეს მოუწია 10 წუთით დასვენება.
მეორე ნახევარი "ბათუმისთვის" კარგად დაიწყო და დავით ტრაპაიძემ დუბლი გაიფორმა, გარდასახვა კი ნინიძემ გაიტანა. საპასუხოდ, მარგიანმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ, გუნდებმა შვიდწუთიან ინტერვალში ორი წითელი ბარათი მიიღეს: მამუკა ნინიძე ზურაბ მინდიაშვილს მხრით სახეში დაეჯახა და 51-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება, ხოლო 58-ე წუთზე თორნიკე ზოიძემ კონტაქტის დროს ჯონდი კორტავას სახეში ხელი ჩაარტყა და ისიც გაძევებული იქნა.
"ბათუმმა" 71-ე წუთზე მესამე ლელო დადო და ამით ფაქტობრივად გამარჯვებაც გაინაღდა, ზღვისპირელთა კარგი შეტევა ფრთაზე ნიკა ნინიძემ დაასრულა ლელოთი. ამ ლელოთი აჭარლები ბონუსს იღებდნენ, მაგრამ "აკადემიამ" ბოლომდე იბრძოლა, გაწითლებულ დროში სანდრო მარგიანმა შესანიშნავი გარღვევა მოაწყო, რომელიც ლელოდან ორიოდე მეტრში შეაჩერეს, შეტევა ფრთაზე გაგრძელდა და საბოლოოდ ლუკა კეკელიას ლელოთი დასრულდა, რომლითაც "მხატვრებმა" ნუგეშის ქულა აიღეს, ხოლო მეტოქეს ბონუს ქულა დააკარგვინეს. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.