სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
"ბორჯღალოსნების" სასტარტო თხუთმეტეულში სამი ცვლილებაა: ორი შერკინებაში და ერთი უკანახაზში. კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში შალვა მამუკაშვილი იქნება, რომელიც გიორგი ჭყოიძეს შეცვლის, მესამე ხაზში კი გიორგი თხილაიშვილს ბექა საღინაძე ჩაანაცვლებს, რომელმაც ესპანეთთან და რუსეთთან მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ფულბექის პოზიციაზე ლაშა ხმალაძე დავით ნინიაშვილს შეცვლის, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.
ნაკრების კვართს პირველად მოირგებს "ყოჩების" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა);
შერკინება
1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა).
რუმინეთთან მატჩი კვირას თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს. როგორც იცით, საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს ორი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.