სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

26 მარტს დიდი 10-ის მეორე ეტაპის აიღებს სტარტს, რომელიც ზედა და ქვედა ექვსეულად იქნება დაყოფილი. საუკეთესო ექვსი გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას, ხოლო ქვედა ექვსი გუნდი ელიტაში დასარჩენად იბრძოლებს - იხილეთ ვრცლად.
პირველ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა ათი შეხვედრა გამართა. საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება საუკეთესო მელელოვეთა სტატისტიკა მეორე ეტაპის დაწყების წინ.
დიდი 10-ის საუკეთესო მელელოვე პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "ბათუმის" კვაჭი ვაჟა თაგაურია, რომლის ანგარიშზეც 8 გატანილი ლელოა. მეორე ადგილზე "იუნკერების" მეორე/მესამეხაზელი გურამ შენგელიაა 7 ლელოთი, ხოლო შემდეგ 6 ლელოთი "ბათუმის" ფრთა ანზორ სიჭინავა და "აიას" კვაჭი ლაშა შალიკაშვილი მოდიან.
დიდი 10-ის ტოპ მელელოვეთა მონაგარი ასე გამოიყურება:
1. ვაჟა თაგაური ("ბათუმი") - 8 ლელო;
2. გურამ შენგელია ("იუნკერები") - 7 ლელო;
3-4. ანზორ სიჭინავა ("ბათუმი"), ლაშა შალიკაშვილი ("აია") - 6 ლელო;
5-7. ნიკა ნინიძე ("ბათუმი"), ირაკლი სიმსივე ("აია"), ირაკლი ქვათაძე ("ლოკომოტივი") - 5 ლელო;
8-17. ნიკა ბაგაშვილი ("ლელო სარასენსი"), ფარნა გასვიანი ("ლოკომოტივი"), ბადრი დანგაძე ("არესი"), დევი დევსურაშვილი ("იუნკერები"), თენგიზ ზამთარაძე ("ლელო სარასენსი"), საბა ილურიძე ("აკადემია"), ლუკა მატკავა ("არმაზი"), მამუკა ნინიძე ("ბათუმი"), ლევან პაპიძე ("ლელო სარასენსი"), გიორგი ტორაძე ("არესი") - 4 ლელო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.