სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

26 მარტს დიდი 10-ის მეორე ეტაპის აიღებს სტარტს, რომელიც ზედა და ქვედა ექვსეულად იქნება დაყოფილი. საუკეთესო ექვსი გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას, ხოლო ქვედა ექვსი გუნდი ელიტაში დასარჩენად იბრძოლებს - იხილეთ ვრცლად.
პირველ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა ათი შეხვედრა გამართა. საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება საუკეთესო მექულეთა სტატისტიკა მეორე ეტაპის დაწყების წინ.
დიდი 10-ის საუკეთესო მექულე პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "აკადემიის" მგეზავი/ფულბექი დავით მოძღვრიშვილია, რომლის ანგარიშზე 97 ქულაა. მას ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან "იუნკერების" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი და "ბათუმის" გამოცდილი უკანახაზელი მამუკა ნინიძე, 94 ქულა აქვს გატანილი "არმაზის" დამრტყმელ რევაზ ჯინჭველაშვილს, ხოლო მეხუთე ადგილზე "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილია, რომელმაც 92 ქულას მოუყარა თავი.
დიდი 10-ის მოწინავე მექულეთა მონაგარი ასე გამოიყურება:
1. დავით მოძღვრიშვილი ("აკადემია") - 97 ქულა
2-3. რამაზ ხარაზიშვილი ("იუნკერები") - 95 ქულა
2-3. მამუკა ნინიძე ("ბათუმი") - 95 ქულა
4. რევაზ ჯინჭველაშვილი ("არმაზი") - 94 ქულა
5. გიორგი ბაბუნაშვილი ("აია") - 92 ქულა
6. ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი") - 82 ქულა
7. ბონდო აბაშიძე ("არესი") - 66 ქულა
8. ნიკა ბეჟუაშვილი ("ვეფხვები") - 57 ქულა
9. ვაჟა ხუციშვილი ("ხარები") - 49 ქულა
10. თეიმურაზ სოხაძე ("ყოჩები") - 44 ქულა
11. საბა ნიკოლავა ("ჯიქი") - 37 ქულა
12. დიტო კალანდაძე ("ლელო სარასენსი") - 33 ქულა
მამუკა ნინიძე
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.