სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

26 მარტს დიდი 10-ის მეორე ეტაპის აიღებს სტარტს, რომელიც ზედა და ქვედა ექვსეულად იქნება დაყოფილი. საუკეთესო ექვსი გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას, ხოლო ქვედა ექვსი გუნდი ელიტაში დასარჩენად იბრძოლებს.
ზედა ექვსეულში ითამაშებენ: "ა" ჯგუფიდან - "იუნკერები", "აკადემია", "ლოკომოტივი"; "ბ" ჯგუფიდან - "აია", "ბათუმი", "ყოჩები";
ქვედა ექვსეულში ითამაშებენ: "ა" ჯგუფიდან - "ხარები", "ლელო სარასენსი", "ვეფხვები"; "ბ" ჯგუფიდან - "არესი", "არმაზი", "ჯიქი".
მეორე ეტაპი ექვს ტურად წარიმართება. ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე სხვადასხვა ჯგუფებში იმყოფებოდნენ, ერთმანეთს შინ და გასვლაზე ეთამაშებიან, ხოლო თავიანთი ექვსეულში მყოფ ორ გუნდთან პირველ ეტაპზე ნათამაშები შედეგები ასახული იქნება მეორე ეტაპის სატურნირო ცხრილში და გუნდებს ეს ქულები გადმოყვათ.
ზედა ექვსეულში მესამე ეტაპი ანუ პლეი-ოფი შემდეგნაირად წარიმართება: მეოთხედფინალში მესამე ადგილოსანი შინ მეექვსე ადგილოსანს ეთამაშება, ხოლო მეოთხე პოზიციაზე გასული გუნდი შინ მეხუთე საფეხურზე მყოფს დაუპირისპირდება. პირველ და მეორე ადგილოსნები მეოთხედფინალში დაისვენებენ. პლეი-ოფის მეორე ეტაპზე ანუ ნახევარფინალში პირველ ადგილოსანი შინ მესამე/მეექვსე ადგილოსნებს შორის საუკეთესოს შეხვდება, ხოლო მეორე პოზიციაზე გასული გუნდი თავის კედლებში მეოთხე/მეხუთე ადგილოსნებიდან უძლიერესს დაუხვდება. თუ რომელ სტადიონზე გაიმართება ფინალი, ამას რაგბის კავშირი სამი თვით ადრე გადაწყვეტს.
რაც შეეხება ქვედა ექვსეულს, სამი გუნდი პირდაპირ პირველ ლიგაში გავარდება, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი პირველი ლიგის მეორე ადგილოსანს შეერკინება ორმატჩიან დუელში და მათგან საუკეთესო გაისად დიდ 10-ში ითამაშებს.
უკვე ცნობილია, რომ მეორე ეტაპის პირველი ტურის ორი მატჩი გადაიდო. მიზეზი, სავარაუდოდ კვლავ კოვიდია. ზედა ექვსეულიდან "ყოჩები" - იუნკერების" მატჩი გადაიდო, ხოლო ქვედა ექსეულიდან "ლელო სარასენსი" - "არმაზის" დაპირისპირდება. ორივე შეხვედრა 27 მარტს უნდა გამართულიყო.
დიდი 10-ის მეორე ეტაპი ბათუმში გასამართი დაპირისპირებით გაიხსენება, სადაც ადგილობრივი გუნდი "აკადემიას" უმასპინძლებს.
დიდი 10-ის მეორე ეტაპის პირველი ტურის განრიგი:
ზედა ექვსეული
26 მარტი
14:00 ბათუმი - აკადემია
16:00 ლოკომოტივი - აია
ქვედა ექვსეული
26 მარტი
16:00 ჯიქი - ხარები
27 მარტი
ვეფხვები - არესი
ზედა ექვსეული 
ქვედა ექვსეული
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.