მსოფლიო რაგბიმ კუნძულელთა ორ ფრენჩაიზს ფინანსური დახმარება დაუმტკიცა

მსოფლიო რაგბიმ კუნძულელთა ორ ფრენჩაიზს ფინანსური დახმარება დაუმტკიცა

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 2022 წლიდან სუპერ რაგბის წყნარი ოკეანეთის კუნძულების ორი ფრენჩაიზი დაემატება. საუბარია, "ფიჯიან დრუაზე", რომელიც 2017 წლიდან ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს და 2018 წელს ჩემპიონი გახდა, და "მოანა პასიფიკაზე", რომელიც ახალზელანდიაში დაფუძნებული, თუმცა მთლიანად სამოელი, ფიჯელი და ტონგელი მორაგბეებისგან შედგება. 

დღეს "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნა, რომელშიც რაგბის მმართველი ორგანო ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს კუნძულელთა სუპერ რაგბიში ჩართვას და ამისთვის სხვადასხვა გზებით დაეხმარება, მათ შორის ფინანსურადაც. 

როგორც იცით, 2020 წლამდე სუპერ რაგბიში ხუთი ახალზელანდიური, ოთხ-ოთხი ავსტრალიური და სამხრეთაფრიკული და თითო არგენტინული და იაპონური ფრენჩაიზები იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სუპერ რაგბი ჩაიშალა და სამხრეთ აფრიკამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ 2021 წელს სუპერ რაგბი შიდა ჩემპიონატის სახით ცალ-ცალკე ჩაატარეს.

2021 წლიდან სამხრეთაფრიკული გუნდები პრო 14-ში გადადიან სათამაშოდ, ხოლო ავსტრალიელები და ახალზელანდიელები თებერვლიდან მოყოლებული კვლავ შიდა ჩემპიონატს ატარებენ, ხოლო 14 მაისიდან ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი დაიწყება, რომელშიც ხუთ-ხუთი ავსტრალიური და ახალზელანდიური გუნდი მიიღებს მონაწილეობას და კუნძულელთა 2022 წლიდან დამატება სწორედ ამ ტურნირზე იგეგმება. 

"მსოფლიო რაგბიმ" კუნძულელთა სუპერ რაგბიში ჩასართველად დაადასტურა ადმინისტრაციული და ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს სუპერ რაგბიში კუნძულელთა ორი ფრენჩაიზის გაწევრიანებას 2022 წლიდან. პროგრამის მიზანია, წყნარი ოკეანეთის სარაგბო შესრულების ზრდა მსოფლიო დონეზე და საუკეთესო ტალანტებისთვის თავის წარმოსაჩენილი შესაბამისი ადგილის შექმნა. 

ამ პროგრამის საშუალებით, ადგილობრივ მორაგბეებს საშუალება ექნებათ დარჩნენ სამშობლოში, პროფესიონალურ დონეზე ითამაშონ და მოემზადონ საერთაშორისო დონეზე სათამაშოდ. ეს წყნარი ოკეანეთის კუნძულების რაგბისთვის ისტორიული შესაძლებლობაა და "მსოფლიო რაგბი" ყველა მხრივ შეუწყობს ხელს, რაც ფიჯის, სამოას და ტონგას კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სარაგბო ქვეყნებად აქცევს.

ახალი ზელანდიის რაგბის საბჭოსთან საკითხის დამტკიცების და ძირითადი პირობების შესრულების პირობით, საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა 1.2-მილიონ გირვანქა სტერლინგიანი სამწლიანი დაფინანსების ყოველწლიური პაკეტი კუნძულელთა ორი ფრენჩაიზის "ფიჯიან დრუას" და "მოანა პასიფიკას" დასახმარებლად. ორივე ფრენჩაიზს ასევე მხარს დაუჭერენ მათი შესაბამისი რაგბის კავშირები და ექნებათ კერძო კაპიტალის დაფინანსება.  

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფინანსური საქმიანობის და კომერციული მიზანშეწონილობის დეტალურად შესწავლის საფუძველზე, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან და შესაბამის კავშირებთან (ავსტრალია, ფიჯი, ტონგა, სამოა) თანამშრომლობით. "მსოფლიო რაგბის" ეს გადაწყვეტილება შესაბამისია მათი სტრატეგიული გეგმის ძირითად მიზნებთან, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გლობალური თამაშის კონკურენციის გაზრდა და საბოლოო ჯამში, მოიმატოს ქალთა და კაცთა მსოფლიო თასებზე კონკურენტუნარიანობამ. სუპერ რაგბიში კუნძულელთა ორი ფრენჩაიზის ჩართვა ამ სამი ერისთვის (ფიჯი, ტონგა, სამოა) ნიშნავს ადგილობრივი მოთამაშეების საერთაშორისო კატეგორიის მორაგბეებად ქცევის მეტ შანსს, მსოფლიო ასპარეზზე თავის გამოჩენის მეტ შანსს და ადგილობრივი მორაგბეებისთვის პროფესიონალურ დონეზე თამაშის შესაძლებლობას.

"აღმასრულებელი კომიტეტის ეს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს წყნარი ოკეანეთის კუნძულების მხარდაჭერას სუპერ რაგბიში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული თვალსაზრისით უზრუნველყოფს საუკეთესო პლატფორმას და გზას კუნძულელთათვის, რომ გამოავლინონ მთელი მათი პოტენციალი.

ადამიანურ დონეზე, ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს შესანიშნავია ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, რომელთაც პირველად ექნებათ საშუალება გააკეთონ არჩევანი, რომ იყვნენ ადგილობრივი პროფესიონალური, ელიტური გუნდის ნაწილი უმაღლესი დონის რაგბიში. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული ნაბიჯები, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის სამივე ქვეყნის რაგბის კავშირს და ასევე ახალი ზელანდიის და ავსტრალიის რაგბის კავშირებს, რომლებმაც სრული ერთგულება გამოაჩინეს იმ პროექტისთვის, რომელიც რაგბისთვის არის დიდებული", -
განაცხადა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა. 

"მე მხარს ვუჭერ წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნების სუპერ რაგბიში ინტეგრირების ამ ამბიციურ პროექტს. ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება რაგბის გლობალურად განვითარებისთვის", - ამბობს "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტი და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბერნარდ ლაპორტი.

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ "ფიჯიან დრუას" სუპერ რაგბიში გაწევრიანების შესაძლებლობით. ეს იქნება ოცნების ახდენა არა მხოლოდ ფიჯური რაგბისთვის, არამედ მთლიანად წყნარი ოკეანეთის კუნძულების რაგბისთვის. ჩვენ ვიბრძოდით ასეთი შესაძლებლობისთვის და ეს ახლა თითქმის ჩვენს ხელშია. ამ ნაბიჯით წყნარი ოკეანეთის კუნძულების და კონკრეტულად ფიჯურ რაგბის ბევრი თავსატეხი მოაკლდება. სუპერ რაგბიში მოხვედრა დაასრულებს ჩვენ ელიტარულ გზას და საშუალებას მისცემს ჩვენს საუკეთესო მოთამაშეებს ჰქონდეთ პროფესიონალური რაგბის სამშობლოში თამაშის საშუალება. 

ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის მიერ დადგენილი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის მკაცრი ფინანსური მოთხოვნებისა. ჩვენ ახალი ზელანდიის რაგბის საბჭოს უნდა დავანახოთ, რომ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომგებიანი ფრენჩაიზი", -
განაცხადა ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო'კონორმა. 

"ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი სამოასთვის და წყნარი ოკეანის კუნძულების რაგბისთვის. ჩვენ ვეყრდნობოდით ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ მორაგბეებს ნაკრებისთვის, მაგრამ "მოანა პასიფიკა" გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მორაგბეები სამხრეთ ნახევარსფეროში დავტოვოთ. ჩვენ ამ შესაძლებლობისთვის "მსოფლიო რაგბის" ძალიან მადლიერები ვართ", - თქვა სამოას რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვინსენტ ფეპულაიმ.

"მსოფლიო რაგბის" ეს ინვესტიცია მისასალმებელია ტონგური რაგბისთვის. ის ინვესტიცია არის გასაღები ჩვენს ნაკრებზე მიმავალი გზებისა. ეს ხელშეწყობა და ინვესტიცია დაეხმარება მოთამაშეებს, რომ განვითარდნენ "მოანა პასიფიკას" ახალ ფრენჩაიზში, რაც ხელს შეუწყობს სამ ორგანიზაციას შორის პარტნიორობას და გახდის წყნარი ოკეანეთის კუნძულების რაგბის უფრო სტაბილურს და ძლიერს მომავალში", - აღნიშნა ტონგას რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჰარდინგმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"