სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"რაგბი ევროპამ" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საპლეიაუტო მატჩის ჩატარების თარიღი გამოაქვეყნა.
როგორც მოგეხსენებათ, ბელგიის ნაკრებს თებერვალში ქვეყნის ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუმინეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა, რამაც ის გამოიწვია, რომ ვერ ჩატარდა 20 თებერვალს გასამართი საპლეიაუტო დაპირისპირება ნიდერლანდებთან და შესაბამისად, ვერ გაირკვა მეექვსე გუნდის ვინაობა, რომელიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამიტომაც, წლევანდელი ტურნირი განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს და მეექვსე გუნდი გათამაშებას მხოლოდ ზაფხულში დაემატება და საკუთარ შეხვედრებს ნოემბრამდე ჩაატარებს.
"რაგბის ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 29 მაისს გამართება და გამარჯვებული რაგბი ევროპის ჩემპიონატს და შესაბამისად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპს დაემატება. მატჩი ბელგიაში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
"ჩვენ მადლობლები ვართ შესაძლებლობით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გუნდთან გვიწევს თამაში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბელგიის ნაკრებს და იმას, რასაც მათ მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. ისინი აჩვენებენ, რომ კარგი გუნდი არიან, რომელთაც აქვთ ძლიერი იდენტურობა. ბელგიის ნაკრებთან ბელგიაში თამაში დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და ამ გამოწვევით აღფრთოვანებულები ვართ", - განაცხადა ნიდერლენდების მთავარმა მწვრთნელმა ზეინ გარდინერმა.
"ჩვენ ვიცით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები, რადგან წინა წლებში უკვე შევძელით რუსეთის, ესპანეთის და პორტუგალიის დამარცხება.
პლეი-ოფის მატჩში მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. ვიმედოვნებთ, რომ ვარჯიშის დაწყებას რაც შეიძლება მალე შევძლებთ, მაშინ კი, თუ გვეცდონება, რომ სხვების მსგავსი შესაძლებლობები არ გვექნება", - თქვა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ კოქუმ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.