სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს:
„ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თქვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში!
გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, რათა გადავწყვიტოთ არსებული პრობლემები და ვიზრუნოთ საქართველოში რაგბის ზრდისა და განვითარების პროცესის გაგრძელებაზე! ასევე მოუთმენლად ველი თქვენთან პირადად შეხვედრას“ განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა (ნახე მოლოცვის წერილი აქ)
„ბატონო იოსებ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. საქართველოს რაგბის კავშირი რაგბი ევროპის უმნიშვნელოვანესი წევრია და ჩვენ უდიდესი ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საარჩევნო პროცესს.
ამ გაურკვევლობის პერიოდის შემდეგ, მოუთმენლად ველით თქვენთან ნორმალური თანამაშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოახერხებთ ქართული სარაგბო თემის ყველა წევრის ერთ გუნდად შეკვრას და რომ ერთიანი ძალებით თქვენ ქართულ რაგბს ახალ საფეხურზე აიყვანთ.
რაგბი ევროპის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას და მოუთმენლად ველი ახლო მომავალში თქვენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობას“ განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ (ნახე მოლოცვის წერილი აქ)
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.