სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათ-კვირას პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
ცენტრალური შეხვედრა "აია არენაზე" გაიმართა, სადაც წყალტუბოს "დინოზავრმა" უშუალო კონკურენტი "ბაგრატი" დაძაბულ ბრძოლაში 13:3 დაამარცხა და პირველ ლიგაში გალიდერდა. წყალტუბოელებმა ქუთაისელებს ორი ქულით გადაუსწრეს.
ჭიათურის "იმერეთმა" შინ თბილისის "ივერიას" 18:16 სძლია, რითაც სტუმარ გუნდს პირველ ადგილზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დააკარგვინა. რაც შეეხება მესამე მატჩს, აუტსაიდერების დაპირისპირებაში ბოლო ადგილოსანი "დევები" ავჭალაში "დინამოსთან" 10:43 დამარცხდა.
როგორც იცით, ქვედა ექვსეულის ხუთი გუნდი პირდაპირ ვარდება რეგიონულ ლიგაში, ხოლო ლიდერი გუნდი მესამე დივიზიონის მეორე ადგილოსანს პლეი-აუტში ეთამაშება და ორმატჩიან დუელში გამარჯვებული 2021/2022 წლების პირველ ლიგაში იასპარეზებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.