საფრანგეთის ნაკრებმა 6 ერის გადამწყვეტი მატჩისთვის ორი მორაგბე დაიმატა

საფრანგეთის ნაკრებმა 6 ერის გადამწყვეტი მატჩისთვის ორი მორაგბე დაიმატა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ, 6 ერის გადამწყვეტი მატჩისთვის ორი მორაგბე დაიმატა.

საუბარია "რასინგ 92"-ის 31 წლის მეორე/მესამეხაზელ ბერნარდ ლე რუზე (45 კეპი) და "ტულონის" 22 წლის მგეზავ ლუი კარბონელიზე (1 კეპი). ფრანგებს არ ეყოლებათ მეორეხაზელი პოლ უილემსე, რომელმაც უელსთან მოგებული მატჩის 67-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და 6 ერის დასკვნით მატჩს გამოტოვებს. ასევე არ იქნებიან მეორეხაზელი რომან ტაოფიფენუა და მგეზავი მატიო ჟალიბერი, რომლებიც უელსთან თამაშში დაშავდნენ. 

საფრანგეთის ნაკრები 26 მარტს თბილისის დროით 23:55 საათზე "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიას ეთამაშება. ეს მატჩი მესამე ტურში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაშინ საფრანგეთის ნაკრებში კორონავირუსი გავრცელდა და მატჩი რამდენიმე კვირით გადაიდო. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის ნაკრები შოტლანდიას 20-ქულიანი სხვაობით და ბონუს ქულით (ბონუსისთვის 4 ლელოს დადებაა საჭირო - ავტ.) მოუგებს, მაშინ 11-წლიანი პაუზის შემდეგ 6 ერის ჩემპიონი გახდება, თუ არადა, ტიტული უელსს დარჩება, რომელსაც 6 ერის მოგება თითქოს განაღდებული ჰქონდა, რადგან შაბათს გამართული მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ფრანგებს 10-ქულიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ "ლე ბლემ" სასწაული ჩაიდინა, ბოლო ხუთ წუთში 2 ლელო გაიტანა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)