სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. ის რაგბის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.
ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა ერგო, რადგან საქართველოს რაგბის კავშირის ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. მისი თქმით, ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ აქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ და იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.
"დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს. პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით – მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა, რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთნონ სამუშაო პროცესში!
ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი, ასევე ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში", - ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ტყემალაძის სიტყვებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.