ენდი რობინსონმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული რაზმი დაასახელა

ენდი რობინსონმა საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული რაზმი დაასახელა

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოსთან კვირას თბილისში გასამართი დაპირისპირებისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 18 მორკინალი და 14 უკანახაზელია. ესპანეთთან მატჩის შემდეგ "მუხებს" დაემატათ მესამეხაზელები ფლორინ როჟუ და კრისტი კირიკა, რომლებიც ტრავმირებულნი იყვნენ. კვლავ დაშავებულნი არიან იონელ ბადიუ, დრაგოშ სერი და ტანგიმანა ფონოვაი, რომლებიც რეაბილიტაციას თავიანთ კლუბებში გადიან. გაფართოებულ შემადგენლობაში რვა ლეგიონერია, საიდანაც შვიდი საფრანგეთში თამაშობს, ხოლო ერთი - იტალიაში. 

რუმინელები თბილისში შემდეგი შემადგენლობით მოდიან:

შერკინება

ბურჯები:
კონსტანტინ პრისტევიცა ("ბაია მარე"), ალექსანდრუ სავინი ("სტიაუა"), ვასილე ბალანი ("სტიაუა"), კოსტელ ბურტილა ("კარკერანი", საფრანგეთი), ალექსანდრუ ცერუში ("ძებრე", იტალია);

კვაჭები: ეუჟენ კეპეცინა ("ტიმიშოარა"), ტუდორ ბუტნარიუ ("სტიაუა"), ოვიდიუ კოჟოკარუ ("ბაია მარე");

მეორე ხაზი: იოჰანეს ვან ჰირდენი ("დინამო"), ადრიან მოცოკი ("მასი", საფრანგეთი), მარიუს იფტიმიკიუკი ("პერიგო", საფრანგეთი), მარიუს ანტონესკუ ("ბურგ-ენ-ბრესი", საფრანგეთი);

მესამე ხაზი:
ვლად ნეკულაუ ("ტიმიშოარა"), კრისტი ბობოკი ("ტომიტანიი კონსტანცა"), ანდრეი გორკიოაია ("ბაიონი", საფრანგეთი), კამილ სობოტა ("სტიაუა"), ფლორინ როჟუ ("ბაია მარე"), კრისტი კირიკა ("სპორტინგ კლუბ აპამენი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი

ჰავბექები:
გაბრიელ რუპანუ ("ტიმიშოარა"), ფლორინ სურუჯიუ ("სტიაუა"), ალექსანდრუ ტიგლა ("ბაია მარე");

მგეზავები: ტუდორ ბოლდორი ("სტიაუა"), დანიელ პლაი ("სტიაუა");

შუამარბები: ფლორინ ვლაიკუ ("სტიაუა"), ალექსანდრუ ბუკური ("ბაია მარე"), პოპა ვლადუცი ("სტიაუა");

ფრთა: სტეფან შენანი ("ტიმიშოარა"), იუნუტ დიმიტრუ ("სტიაუა"), ნიკოლას ონუტუ ("ვიენი", საფრანგეთი"), კოსმინ ილიუცა ("სტიაუა");

ფულბექები: იონელ მელინტე ("ტიმიშოარა"), პოლ პოპოაია ("ბაია მარე").

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების მატჩი კვირას 28 მარტს თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს, ხოლო რუმინეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"