საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების მატჩს პორტუგალიელი მსაჯები განსჯიან

საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების მატჩს პორტუგალიელი მსაჯები განსჯიან

© Fpr.pt

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე რაუნდის მატჩს, რომელშიც "მიხეილ მესხზე" ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, პორტუგალიელი მსაჯები განსჯიან.

შეხვედრის მთავარი მსაჯი "ბორღალოსნებისთვის" კარგად ნაცნობი პაოლო დუარტე იქნება. მან 7 თებერვალს თბილისში გამართული საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მატჩი იმსაჯა, რომელშიც ქართველებმა 16:7 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" და "დათვების" რკენამდე დუარტეს საკმაოდ დიდი ხანი არ ჰქონდა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნამსაჯები. მას რაგბი ევროპაზე უკანასკნელად 2012 წლის 31 მარტს ბუქარესტში გამართულ მატჩში ემსაჯა, რომელშიც რუმინეთმა უკრაინას უმასპინძლა და 71:0 გაანადგურა. პორტუგალიელი არბიტრი 7-კაცა რაგბიში მაღალ დონეზე მსაჯობს და მსოფლიო სერიების მატჩებს უძღვება.   

დუარტეს კიდეებიდან ფრანცისკო სერა და ჟოზე მოიტა დაეხმარებიან, ვიდეორეფერი პედრო მენდეშ სილვა იქნება, ხოლო მატჩის კომისარი - კარლოს პოლაინასი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების მატჩი კვირას 28 მარტს თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს, ხოლო რუმინეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)