ესპანელი მორაგბის საშინელი უხეშობა, რისთვისაც ნიკა ამაშუკელმა წითელი ბარათი უჩვენა (VIDEO)

ესპანელი მორაგბის საშინელი უხეშობა, რისთვისაც ნიკა ამაშუკელმა წითელი ბარათი უჩვენა (VIDEO)

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდში რუმინეთის ნაკრები ბუქარესტში ესპანეთი მიიღო და მძიმე ბრძოლაში 22:16 დაამარცხა.

შაბათს გამართულ დაპირისპირებას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ: ნიკა ამაშუკელი მთავარი არბიტრი გახლდათ, რომელსაც კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე ეხმარებოდნენ, ხოლო ვიდეორეფერი სულხან ჩიხლაძე იყო. მატჩი ძალიან რთული სამსაჯო გახლდათ, რადგან გუნდები (განსაკუთრებით ესპანეთი) უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ და შესაბამისად, ნიკა ამაშუკელს 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუწიათ, საიდანაც მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი იყო განკუთვნილი რუმინეთისადმი. გარდა ამისა, ესპანელები ხშირად კამათობდნენ და ერთ მომენტში ამაშუკელმა ამისთვის მათი კვაჭი მარკო პინტო დააჯარიმა კიდეც.

განსაკუთრებული უხეშობით და არასპორტული მოქმედებით ესპანეთის ნაკრების რვა ნომერი ფრედ ქვერსი გამოირჩა, რომელმაც რაქში მყოფ იუნუტ დუმიტრუს სახეში მუხლი აშკარად განზრახ ჩაარტყა. ნიკა ამაშუკელმა აღნიშნული ეპიზოდი ვიდეორეფერ სულხან ჩიხლაძესთან ერთად განიხილა და ესპანელ მესამეხაზელს წითელი ბარათი სრულიად დამსახურებულად უჩვენა. სავარაუდოდ, ქვერსი "მსოფლიო რაგბისგან" რამდენიმეკვირიან დისკვალიფიკაციასაც მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)