სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდში რუმინეთის ნაკრები ბუქარესტში ესპანეთი მიიღო და მძიმე ბრძოლაში 22:16 დაამარცხა.
შაბათს გამართულ დაპირისპირებას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ: ნიკა ამაშუკელი მთავარი არბიტრი გახლდათ, რომელსაც კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე ეხმარებოდნენ, ხოლო ვიდეორეფერი სულხან ჩიხლაძე იყო. მატჩი ძალიან რთული სამსაჯო გახლდათ, რადგან გუნდები (განსაკუთრებით ესპანეთი) უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ და შესაბამისად, ნიკა ამაშუკელს 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუწიათ, საიდანაც მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი იყო განკუთვნილი რუმინეთისადმი. გარდა ამისა, ესპანელები ხშირად კამათობდნენ და ერთ მომენტში ამაშუკელმა ამისთვის მათი კვაჭი მარკო პინტო დააჯარიმა კიდეც.
შეხვედრის მე-18 წუთზე კი, როდესაც ნიკა ამაშუკელმა რუმინეთის მხრიდან წინ თამაში შესაბამისი ჟესტიკულაციით დააფიქსირა, ესპანელმა მეორეხაზელმა ლუკას გიომმა დაახლოებით მსგავსი ჟესტიკულაცია გაიმეორა და რაღაც ჩაილაპარაკა, რაზეც ამაშუკელმა მას ჰკითხა, "მსაჯობა გინდა" (Do you want to Ref)? ესპანელ მორაგბეს ჩაეღიმა და მაშინვე თავი გააქნია, ხოლო მატჩის კომენტატორები ამაშუკელის ხუმრობამ ძალიან გაახალისა და ვისაც ეს ეპიზოდი არ გამორჩა, ალბათ ბევრს ლეგენდარული არბიტრის ნაიჯელ ოუენსის მსგავის სტილის ხუმრობები გაახსენდებოდა. შემდეგ კი მატჩის კომენტატორებმა ახალგაზრდა ქართველი მსაჯი შეაქეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.