არმიამ უმნიშვნელოვანეს მატჩში იმარჯვა - პირველ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა (+VIDEO)

არმიამ უმნიშვნელოვანეს მატჩში იმარჯვა - პირველ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა (+VIDEO)

© გოგიტა ბუხაიძე

დღეს პირველ ლიგაში უნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა. ზედა ექვსეულის მესამე ტურში "ხვამლი არენაზე" ერთმანეთს დიდი 10-ის საგზურისთვის მებრძოლები "ყაზბეგი" და "არმია" დაუპირისპირდნენ. 

"ყაზბეგი" პირველ ლიგას 29 ქულით ლიდერობდა, ხოლო "არმიას" სამი ქულით ნაკლები ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ "ყაზბეგი" ამ მატჩს მოიგებდა, დიდ 10-ში გადასასვლელად უდიდეს ნაბიჯს გადადგამდა და პირველ ადგილს ფაქტობრივად გაინაღდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მთავარი ბრძოლები დიდი 10-ის საგზურისთვის კვლავ წინაა.

მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა. მატჩის პირველი ნახევარი 5:6 დასრულდა - მასპინძელთაგან ლელო თორნიკე ფანოზიშვილმა დადო, ხოლო არმიელთაგან ორი ჯარიმა ბახვა კობახიძემ გაიტანა. 

მეორე ნახევრის დებიუტში "ყაზბეგის" რიგებიდან მეორე ლელო იაგო ხელაძემ დადო, მალევე კი მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა ჯარიმა. საპასუხოდ, ბახვა კობახიძემ ოთხი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და "არმია" 5 ქულით დააწინაურა. მატჩის ბოლო წუთებზე "არმიამ" პირველი ლელოც დადო, რომელიც ლაშა ხაჭვანის ანგარიშზეა და სტუმრები 10 ქულით გავიდნენ წინ, მაგრამ გაწითლებულ დროში მერაბ კვირიკაშვილის ბრწყინვალე თამაშს გიორგი ასათიანის ლელო მოჰყვა, რომელიც თავად "მეკომ" გარდასახა და მასპინძლებმა ნუგეშის ქულა აიღეს - 20:23.

ამრიგად, პირველი ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ორივე გუნდს 30 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე "არმიამ" გადაინაცვლა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)