სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ 19 მარტს ერთმანეთის წინააღმდეგ მინდორზე ორი ისეთი ქვეყანა წარსდგებოდა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოსისხლე მტრები იყვნენ, მათ შორის არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა და ამ ორი ქვეყნის ერთად მოხსენიება მხოლოდ რაიმე კონფლიქტთან, საომარ მოქმედებასთან და ნეგატიურ ასპექტთან ასოცირდებოდა. საუბარია, ისრაელზე და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, რომელთა ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ 2020 წლის აგვისტოში მოხერხდა. იხილეთ სტატია.
ახლა კი გეტყვით, რომ დუბაიში არაბეთის გაერთიანებულ საამიროების და ისრაელის 7-კაცა ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა და ებრალთა გამარჯვებით 33:0 დასრულდა. თუმცა, მთავარი ამ მატჩში არამედ შედეგი, არამედ ის გახლავთ, რომ ამ ნეთბოლის შემდეგ, ამ ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად წარსდგა და ეს საერთოდ პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ოფიციალურად მოხდა. რაგბიმ კიდევ ერთხელ შეასრულა მშვიდობის და ერთიანობის ელჩის როლი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, არაერთი ემოციური კომენტარი გაკეთდა, მათ შორის ისაუბრა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რაგბი აერთიანებს ხალხს და ავრცელებს, სიყვარულს და მშვიდობას.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ლიდერებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებებს, ჭეშმარიტი მშვიდობა მოითხოვს ორივე მხრიდან ხალხის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირების დამყარებას ყველა ასპარეზზე. სპორტი და კონკრეტულად რაგბი ერთ-ერთი ასეთი გამოხატულებაა. რაგბი აერთიანებს ხალხს და ავრცელებს, სიყვარულს და მშვიდობას. ვიმედოვნებ, რომ მალე ორივე ამ გუნდის ამხანაგური მატჩი უკვე ისრაელში გაიმართება", - განაცხადა რივლინიმ.
"ეს იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი მოგზაურობა. ჩვენ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, სანამ დუბაიში გავემგზავრებოდით", - თქვა ებრაელმა მორაგბემ გილად გოლდსტეინმა.
"ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, ისრაელი კარგი ქვეყანაა თუ ცუდი. ჩვენ მივყვებით ჩვენი ქვეყნის ლიდერებს", - აღნიშნა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრების მოთამაშემ იბრაჰიმ დორემ.
"ამ შეკრების დიდი სურვილი გვქონდა. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეკრება გადაიქცეს ყოველწლიურ მოვლენას და ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში", - განაცხადა ისრაელის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტმა ოფერ ფაბიანიმ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.