ინგლისი ირლანდიასთანაც უშანსოდ დამარცხდა და 6 ერი კრახით დაასრულა (+VIDEO)

ინგლისი ირლანდიასთანაც უშანსოდ დამარცხდა და 6 ერი კრახით დაასრულა (+VIDEO)

ინგლისის ნაკრებმა 6 ერი კრახით დაასრულა. ედი ჯონსის შეგირდები "ავივა სთედიუმზე" უშანსოდ დამარცხდნენ და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

ირლანდიელებმა პირველივე ტაიმში მნიშნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს: ინგლისის ლელო ქით ერლსმა და ჯეკ კონანმა აიღეს, ხოლო ჯონათან სექსტონმა ორ-ორი გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა. ინგლისელთაგან ორი ჯარიმა ოუენ ფარელმა შეასრულა ზუსტად და ტაიმი 20:6 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის ოც წუთში სექსტონმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 20 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ, ბანდი აკი 63-ე წუთზე ბილი ვუნიპოლასთვის სახეში ჩარტყმისთვის წითელი ბარათით გააძევეს, თუმცა ინგლისს ვერც ამან უშველა. მართალია, დარჩენილ წუთებში ბენ იანგსმა და ჯონი მეიმ ლელოები დადეს, თუმცა სექსტონისგან ორი ჯარიმა მიიღეს და საბოლოო ჯამში მატჩი ირლანდიის სასარგებლოდ 32:18 დასრულდა.

ამრიგად, ირლანდიამ 15 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მეორე ადგილს იკავებს, თუმცა დიდი ალბათობით დაქვეითება მოუწევს, რადგან საფრანგეთის და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება და თუ ცხრილში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, წესით რომელიმე გუნდი "სამყურების" გადასწრებას მოახერებს. ის კი ნაღდია, რომ ინგლისი მეხუთე ადგილზე გავიდა და წლევანდელ 6 ერზე "წითელმა ვარდებმა" მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს საფრანგეთის და იტალიის წინააღმდეგ, ცხრილში კი მხოლოდ იტალიას გაუსწრეს, რაც მათთვის საშინელი შედეგია და არაა გამორიცხული, რომ ედი ჯონსს სერიოზული პრობლემები შეექმნას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)