სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ჩვენც დავიღალეთ და გულშემატკივარიც დაიღალა ერთი და იმავის ყურებით, მოსმენით და კითხვით, თუმცა წესი წესია და კვლავ უნდა გაუწყოთ, რომ იტალიამ მორიგი გამანადგურებელი მარცხი იწვნია 6 ერზე, მიჯრით ზედიზედ 32-ე და ჩვენც 6 ერის ყოველი სათამაშო კვირის შემდეგ გაუწყებთ ხოლმე, რომ "აძურიმ" წაგებათა ანტი-რეკორდი კიდევ ერთი მატჩით გააუარესა.
იტალია ამჯერად გასვლაზე განადგურდა შოტლანდიასთან - 10:52. ლელოების სხვაობა 1:8. შოტლანდიამ საწყის ნახევარ საათშივე 4 ლელო დადო და ბონუსი აიღო, თუმცა "აძურიმ" პირველ ნახევარში შედარებით მოახერხა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ტაიმი 10:24 დათმო, ხოლო მეორე ნახევარში შოტლანდიელებმა ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს.
ამრიგად, იტალიის ნაკრებმა 6 ერში ზედიზედ 32-ე შეხვედრა წააგო. მათ უკანასკნელად 2015 წლის 28 თებერვალს გასვლაზე სწორედ შოტლანდიის წინააღმდეგ იმარჯვეს (22:19), მას შემდგომ კი უკვე 6 სეზონია, რაც "აძურის" ამ ტურნირზე მხოლოდ აგებს.
იტალიის ნაკრებების მუდმივი უშანსო წაგებები როგორც ჩანს საბოლოოდ ამოუვიდა, უცხოურ პრესას და უცხოელ გულშემატკივარს. ისინი წინა 4 მატჩის შემდეგაც აკრიტიკებდნენ იტალიას, თუმცა შოტლანდიასთან უშანსო წაგების შემდეგ, "აძურის" კრიტიკის განსაკუთრებული ქარ-ცეცხლი დაარტყა თავს და ამის შემდეგ, მოგვიანებით გაუწყებთ.
შოტლანდიას ოთხი მატჩის შემდეგ ორ-ორი მოგება და წაგება აქვს. "ნარშავებს" 11 ქულა აქვთ და ბოლო მატჩს 26 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავენ. როგორც მოგეხსენებათ, პარიზში გასამართი დაპირისპირება მესამე ტურში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ "ლე ბლეს" ბანაკში კორონავირუსმა იფეთქა და ამის გამო მატჩი გადაიდო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.